მზია გიორგობიანი, ბუდაპეშტში, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11 ივნისი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ბუდაპეშტში, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ნანდორ ჩეპრეგის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.
მზია გიორგობიანმა უნგრელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე საგზაო, მუნიციპალური, სპორტული, საგანმანათლებლო და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
ნანდორ ჩეპრეგიმ ქართულ მხარეს გაუზიარა უნგრეთის გამოცდილება მშენებლობისა და პროექტების მართვის მიმართულებით, მათ შორის ინოვაციური მიდგომები და წარმატებული პრაქტიკა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა იმართება. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგა ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებები.